„ერთად ვებრძოლოთ პლაგიატს“- 19 თებერვალს პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ-მასწავლებლებისთვის ვებინარი ჩატარდა. ონლაინდ რეჟიმში, მათ პრეზენტაციები წარადგინეს. გაეცნენ პლაგიატთან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულების მიერ შემუშავებულ რეგულაციებს. უნივერსიტეტს სპეციალური პლატფორმა აქვს შეძენილი, სადაც ლექტორებსა და სტუდენტებს თავიანთი ნაშრომის ატვირთვა და კონტროლი შეუძლიათ.