როგორ შეგიძლია აირიდო თავიდან პლაგიატი

დარწმუნდი, რომ შენს ნაშრომში:

1.სწორად გაუკეთე პარაფრაზირება სხვა ავტორის გამოყენებულ ნაშრომს და მკაფიოდ დაამოწმე გამოყენებული წყაროები საჭიროა, მკაფიოდ იყოს მითითებული შენი ნაშრომის რომელ ნაწილშია გამოყენებული სხვა ავტორის ნაშრომის ნაწილები. პარაფრაზირება გულისხმობს სხვის მიერ უკვე ნათქვამი ან დაწერილი მოსაზრების, იდეის, დასკვნის და ა.შ. გამოყენებას და გადმოცემას შენი სიტყვებით. იმისათვის რომ მკითხველმა შეძლოს გამოყენებული წყაროს მოძიება და გადამოწმება, პარაფრაზირებისას უნდა გამოიყენო ტექსტში ჩართული მითითება.

  1. პირდაპირი ციტატები გამოიყენე მცირე რაოდენობით მართებულად შერჩეული ციტატები ამყარებენ შენ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, თუმცა თავისთავად ციტატა არ განსაზღვრავს შენი ნაშრომის ღირებულებას და ხარისხს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში, თუ შენ მიერ წარდგენილი ესეს უმეტესი ნაწილი შედგება სხვა წყაროებიდან მოყვანილი ციტატებისაგან, სავარაუდოდ მიიღებ დაბალ ქულას ან ნულს. Მართალია, სავსებით მისაღებია, თუკი ნაშრომში იყენებ სხვა ავტორების ციტატებს, მაგრამ აუცილებელია ამასთანავე წარმოადგინო საკუთარი მოსაზრებები. სწორედ შენი ნაშრომი და ნააზრევია რაშიც ქულა გეწერება. პირდაპირი ციტატები მოათავსე ბრჭყალებში. ყველა სახის ციტატა უნდა იყოს დამოწმებული წყაროს ტექსტში ჩართული ან სქოლიოში მითითებული ფორმატით.

3.მიუთითე ყველა გამოყენებული გამოსახულება, დიაგრამა ან სურათი (თუ შენ მიერ შექმნილი არ არის) თუკი იყენებ უკვე არსებულს, ან მცირედად ცვლი ან არედაქტირებ მას, ის არ ითვლება შენ მიერ შექმნილ გამოსახულებად, დიაგრამად ან სურათად და საჭიროებს მითითებას.

4.დაურთე ყველა ციტირებული ნაშრომის დამოწმებული სია დარწმუნდი, რომ ზუსტად იცი, რა წესით მოგეთხოვება ციტირებული ტექსტის დამოწმება. წერითი დავალებისთვის შეიძლება მოგეთხოვებოდეს წყაროს როგორც ტექსტში ჩართული მითითება, ასევე სრული მონაცემების დართვა ტექსტის გარეთ, ბიბლიოგრაფიაში. ვიზუალური ნაწარმოების, ან პორტფოლიოს წარდგენისას უნდა დაურთო გამოყენებული წყაროების ან ნებისმიერი მოდიფიცირებული მასალის (რაც ნაშრომში გამოიყენე) სრული მონაცემების ჩამონათვალი.

5.შეინახე გამოყენებული და დამოწმებული წყარო ან მისი ასლი ყოველთვის შეინახე გამოყენებული წყაროს ორიგინალი ან ასლი. ეს თავიდან აგაცილებს ნაშრომში წყაროს არასწორ დამოწმებას ან ნაშრომის წარმოდგენას დამოწმების გარეშე. ცუდ აკადემიურ პრაქტიკად ითვლება წყაროს დაკარგვა. შესაძლებელია, მოგთხოვონ წყაროს წარდგენა შენ ნაშრომთან შედარების მიზნით.

  1. არ გამოგიყენებია სხვა წყაროდან ტექსტის კოპირება და ჩასმა (copy & paste) (გარდა პირდაპირი ციტირების შემთხვევისა) ძალიან მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ სხვა წყაროდან ტექსტის დაკოპირება და ჩასმა საკუთარ  ნაშრომში მითითების გარეშე პლაგიატს წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა, გააზრებულად გააკეთე ეს თუ გაუაზრებლად. პლაგიატის შემთხვევა განიხილება როგორც აკადემიური არაკეთილსინდისიერება და მასზე სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება გავრცელდეს შესაბამისი სანქციები.
  2. არ გამოგიყენებია სხვა სტუდენტის ნაშრომი, ან არ წარგიდგენია სხვისი ნაშრომი საკუთარის ნაცვლად სტუდენტების ჯგუფური მუშაობა ხშირად არის ხოლმე წახალისებული, იმისათვის რომ ითანამშრომლოთ აზრებისა და მიდგომების გაზიარების მიზნით. თუმცა ინდივიდუალური შეფასება კეთდება მხოლოდ შენ საკუთარ ნაშრომზე (ნამუშევარი, რომლის ავტორად მითითებული ხარ მხოლოდ შენ). სხვისი ნამუშევრიდან გადმოწერაითვლება პლაგიატად და შეიძლება გავრცელდეს მკაცრი სანქციები. არ მისცე სხვას საშუალება, მიითვისოს შენი ნაშრომი. ესეც აკადემიური არაკეთილსინდისიერების შემთხვევად განიხილება და შესაძლებელია, გავრცელდეს შესაბამისი სანქციები. თუკი აღმოჩნდი ისეთ სიტუაციაში, რომ გაიფიქრე სხვისი ნაშრომის დაკოპირება და წარდგენა, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად ვერ გათვალე დრო დავალების შესრულებისთვის, ან დავალებას ვერ ართმევ თავს სირთულის გამო. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, დახმარებისთვის მიმართო ლექტორს, მოითხოვო საკონსულტაციო შეხვედრების დანიშვნა, ან ნაშრომის წარდგენის ვადის გადაწევა (შესაძლებლობის ფარგლებში). ეს ბევრად უფრო უკეთესი გამოსავალია, ვიდრე პლაგიარიზმში დადანაშაულება.
  3. არ დაგიკოპირებია შენივე ნაშრომი, რომელიც სხვა დავალებისთვის ერთხელ უკვე გქონდა წარდგენილი. 

 

პლაგიატისგან დაიცავ თავს, თუკი შეძლებ მონიშნო ზემოთ ჩამოთვლილი რვავე პუნქტი.

წყარო: https://academicintegrity.curtin.edu.au/local/docs/StudentChecklist.pdf