• პლაგიატი – სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის, ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან/და აუდიო-მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემის მითვისება, თარგმნა, ყიდვა და/ან გავრცელება ავტორის მიუთითებლად;
  • თვით-პლაგიატი – საკუთარი ნაშრომის სხვა, ახალ ნაშრომში გამოყენება თავდაპირველი წყაროს მიუთითებლად;
  • Მონაცემების ფალსიფიკაცია – მონაცემების, ინფორმაციის ან ციტატების გაყალბება, დამახინჯება აკადემიურ ნაშრომში.
  • მოტყუება – სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის სხვადასხვა მეთოდით, არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვება, მითვისება, გავრცელება ავტორის თანხმობით ან შეუთანხმებლად და საკუთარ ინტელექტუალურ ნაშრომად წარმოჩენა.
  • მსუბუქი აკადემიური გადაცდომა -წყაროების არასათანადოდ, არასრულად დამოწმება, მათ შორის არასრული ან არასწორად გაკეთებული ბიბლიოგრაფიული ჩანაწერები, სქოლიოები და/ან ციტატები; ხშირი ციტირება; რამდენიმე წინადადების პირდაპირი კოპირება წყაროს მითითების გარეშე; პარაფრაზირების რამდენიმე შემთხვევა წყაროს მითითების გარეშე;
  • საშუალო სიმძიმის აკადემიური გადაცდომა – რამდენიმე აბზაცის, მონაკვეთის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე; ნაშრომში პარაფრაზირების ხშირად გამოყენება წყაროს მითითების გარეშე; ერთიდაიგივე ნაშრომის სხვადასხვა კურსში/კომპონენტში შეფასების მიზნებისთვის გამოყენება; გამონაკლისს წარმოადგენს საკუთარი ნაშრომის/ების სრულად ან გარკვეული კომპონენტის/ების გამოყენება კომპილაციურ საკვალიფიკაციო ნაშრომში.
  • უხეში აკადემიური გადაცდომა – შეძენილი, მოტყუებით მოპოვებული, მოპარული, ინტერნეტ რესურსებიდან ჩამოტვირთული, თუ სხვა მეთოდით/გზით მოპოვებული, სხვის მიერ შესრულებული ნაშრომის წარმოდგენა საკუთარ ნაშრომად; მნიშვნელოვანი ოდენობისა და/ან ღირებულების წყაროების გამოყენება მითითების გარეშე; ნაშრომში მნიშვნელოვანი ოდენობისა და/ან ღირებულების სხვა ავტორის მოსაზრების, იდეის, ტექსტის პარაფრაზირება წყაროს მითითების გარეშე; თვით-პლაგიატი; მონაცემების ფალსიფიკაცია.
  • Პლაგიატის დამდგენი ელექტრონული პროგრამა – ელექტრონული პროგრამა, რომელიც ადარებს ტექსტებს მსგავსების გამოვლენის მიზნით და ითვლის მოცემულ ნაშრომში არაორიგინალი ტექსტის პროცენტულ მაჩვენებელს.