რეგისტრაცია მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე ” აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები ხელოვნური ინტელექტის პირობებში: პრაქტიკა და გამოწვევები”
2023 წლის 24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომელბით გაიმართება მესამე საერთაშორისო კონფერენცია – აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები ხელოვნური ინტელექტის პირობებში: პრაქტიკა და გამოწვევები
კონფერენცია გაიმართება წინანდალში
კონფერენციის სამუშაო თემებია:
- აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტი;
- სტუდენტების შეფასება;
- კვლევის ეთიკა;
- სწავლების მეთოდები;
- აკადემიური კეთილსინდისიერება სკოლაში
ღონისძიების მიზანია გამოცდილების გაზიარება და შემთხვევების ანალიზი, რომელიც შეაჯამებს არსებულ პრაქტიკას და მონაწილეებს დაეხმარება წარმატებული მაგალითების იდენტიფიცირებაში.
კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის ფორმატია მოხსენება/პრეზენტაცია და/ან კვლევის ანგარიში. მონაწილეთა მიღებისათვის აუცილებელია 2023 წლის 20 სექტემბრამდე გამოგვიგზავნოთ მომხსენებლის ბიოგრაფია/CV და პრეზენტაციის მცირე აბსტრაქტი, მაქს. 200-250 სიტყვა, მისამართზე: integrity@iliauni.edu.ge (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
კონფერენცია პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებაა
კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.
“პირველი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ“ვაცხადებთ რეგისტრაციას საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „პირველი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ“. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ დასკვნით ღონისძიებას, რომელიც გაიმართება 2020 წლის 5 ოქტომბერს. გამოიყენეთ ჰეშტეგი #ErasmusPlusCBHE #AcademicINTEGRITY და გაგვიზიარეთ ემოცია ღონისძიების შესახებ სოციალურ მედიაში, ასევე თვალი ადევნეთ პროექტის მიმდინარეობას ბმულზე: https://integrity.iliauni.edu.ge/ გმადლობთ რეგისტრაციისთვის! პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ მენეჯმენტის გუნდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი |
„აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ პროექტზე
2017 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი გრანტის მიმღები კოორდინატორი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც ოთხ ევროპულ სასწავლებელთან – როეჰემპტონის (University of Reohampton, ინგლისი), უფსალას (University of Uppsala, შვედეთი), ვენისა (University of Vienna, ავსტრია) და დუბლინის (Dublin City University, ირლანდია) უნივერსიტეტებთან, თორმეტ ქართულ სასწავლებელთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელებს სტრუქტურული ღონისძიების ეროვნულ პროექტს ” „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)” პლაგიატის პრევენციაზე მხარდამჭერი ინსტიტუციური ღონისძიებების გზით.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
“The European Commission support for the production of this website does not constitute an endorsement of the contents which reflects the views only of the authors, and the Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained therein.”