Menedely გამოყენების ინსტრუქცია
Mendeley არის პროგრამა, რომელიც გამოიყენება ნაშრომის წერის დროს ტექსტში ჩართული დამოწმების ან სქოლიოში წყაროს მითითების ავტომატურ რეჟიმში გასაკეთებლად. ისი დახმარებით, ასევე, შესაძლებელია ბიბლიოგრაფიის სიის მარტივი მართვა. როგრამის გამოყენებისას მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შექმნას ვირტუალური ბიბლიოთეკა, სადაც ტავს მოუყრის წყაროებს, შემდეგ კი, ნაშრომის წერის დროს აირჩევს მისთვის სასურველ აკადემიურ სტილს და ისე მოახდენს დამოწმებას. აღნიშული პროგრმაები ფართოდ გამოიყენება განსაკუთრებით იმ ეტაპზე, როდესაც სტუდენტს უწევს საბოლოო ნაშრომის/ სადიპლომო პროექტის შესრულება. ლაგიატის პრევენციის დროს, ვროპელი პარტიონიერების რეკომენდაცია სწორედ მსგავსი ტიპის პროგრამების გამოყენების პოპულარიზებაა.  

ტუდნეტებისთვის დამხმარე სერვისები
პროექტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება დამხმარე სერვისებს სტუდნეტებისთვის. მ სერვისებში იგულისხმება დამატებითი აქტივობები, რომლებიც მიმართულია სწავლების შედეგების გაუმჯობესებისკენ. ოკუმენტში აღწერილია პროექტის ევროპელი პარტნიორების პრაქტიკა ამ მიმართულებით და მოცმეულია რეკომენდაციები კონკრეტულად სტრუქტურული ერთეულების მითითებით, რომელიც მოიაზრება ამ სერვისების მიმწოდებლად. ღნიშნული მომსახურება საშუალებას მისცემს სტუდენტს გაიუმჯობესოს/გაიღრმაოს ცოდნა იმ დამხმარე საშუალებების და რესურსბის თაობაზე, რაც ხელს უწყობს პლაგიატის პრევენციას. 

აკადემიური წერის კურსის სტრუქტურის დიზაინი
აღნიშნული რეკომენდაციები შემუშავებულია პროექტის ფარგლებში ევროპელი პარტნიორის, კერძოდ, როეჰემპტონის უნივერსიტეტის მიერ. არმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის მოცმეული ის საკითხები, რომლეთაც წერის კურსი უნდა ფარავდეს, როგორც თემატიკის, ასევე აქტივობების ნაწილში. ყურადრება გამახვილებულია ზოგადად, აკადემიური წერის კურსის შინაარსზე, მნიშვნელობასა და მიზნებზე. გრეთვე, იმ უნარებზე, რომლის გაუმჯობესება და განვითარებაც უნდა მოახერხოს სტუდენტმა. ოგორც წესი, წერის კურსი არის პირველი, სადაც სტუდენტი დეტალურად ეცნობა აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს.

აკადმიური მუშაობის საფუძვლები – პრაქტიკული სახელმძღვანელო
როექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მიერ შეიქმა აკადემიური მუშაობის საფუძვლები: პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის. მასში თავმოყრილია აკადემიური წერის სწავლების შედეგად დაგროვილი გამოცდილება, კლასიკური და თანამედროვე, ქართული და საერთაშორისო თეორიული მასალა, რომელსაც თან ახლავს ავტორების მიერ შედგენილი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სავარჯიშო. სახელმძღვანელო შედგება 10 თავისგან. თითო თავი, არის ერთი მოცულობით დიდი თემა, რომელიც ჩაშლილია რიგ შემადგენელ საკითხებად. ყველა თავში წარმოდგენილია ქართული და უცხოური წყაროების დამუშავების შედეგად თავმოყრილი მრავალმხრივი თეორიული მასალა, მრავალი მაგალითი და სავარჯიშო კლასში სამუშაოდ სხვადასხვა ფორმატის (მაგალითად, წყვილში, ჯგუფური, ინდივიდუალური) აქტივობებისთვის თუ საშინაო დავალებების შესასრულებლად ან გავლილი მასალის გასამეორებლად. პედაგოგსა და სტუდენტს სისტემატიურად ეძლევა საშუალება, წაკითხული და გააზრებული მასალა პრაქტიკულად გამოიყენოს.სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტს, ერთ სივრცეში გაეცნოს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებულ საკმაოდ ამომწურავ საკითხავ მასალას; წაიკითხოს და მომდევნო ლექციისთვის იყოს მომზადებული, ჰქონდეს გააზრებული თეორიული მასალა და პედაგოგის მიერ კლასში შეთავაზებულ აქტივობებში გამოიყენოს.

დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტი (ირლანდია)
დოკუმენტში წარმოდგენილია დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტის პრაქტიკა აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვასთან მიმართებაში. კერძოდ, წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარია აკადემიური წერის სწავლების პრაქტიკაზე; პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების საშუალებებზე, სტუდენტებისთვის დამხმარე აკადემიურ სერვისებსა და ტექნოლოგიურ საშუალებებზე, რომელიც არა ორიგინალი ნაშრომების გამოვლენის მიზნით გამოიყენება უნივერსიტეტში. დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტი ორიენტირებულია სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირებისკენ, და მათი გამოცდილება ამ მხრივ უნიკალურია. 

ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) გამოცდილება
დოკუმენტში წარმოდგენილია ვენის უნივერსიტეტის პრაქტიკა აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვასთან მიმართებაში. კერძოდ, წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარია აკადემიური წერის სწავლების პრაქტიკაზე; პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების საშუალებებზე, სტუდენტებისთვის დამხმარე აკადემიურ სერვისებსა და ტექნოლოგიურ საშუალებებზე, რომელიც არა ორიგინალი ნაშრომების გამოვლენის მიზნით გამოიყენება უნივერსიტეტში. ვენის უნივერსიტეტი დაარსდა მეთოთხმეტე საუკუნეში და ის უძველესია გერმანულენოვან ქვეყნებში, მას გააჩნია დიდი ტრადიცია, როგორც სწავლების ასევე კვლევის. 

ოეჰემპტონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) გამოცდილება
დოკუმენტში წარმოდგენილია როეჰემპტონის უნივერსიტეტის პრაქტიკა აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვასთან მიმართებაში. კერძოდ, წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარია აკადემიური წერის სწავლების პრაქტიკაზე; პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების საშუალებებზე, სტუდენტებისთვის დამხმარე აკადემიურ სერვისებსა და ტექნოლოგიურ საშუალებებზე, რომელიც არა ორიგინალი ნაშრომების გამოვლენის მიზნით გამოიყენება უნივერსიტეტში. ოეჰემპტოის უნივერსიტეტის განათლების სკოლა ამზადებს მასწავლებლებს მსოფლიოს 141 ქვეყნიდან, აკადემიური კეთილსინდისიერბის პროინციპების დაცვის და სწავლების კუთხით მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება.

უფსალას უნივერსიტეტის (შვედეთი) გამოცდილება
დოკუმენტში წარმოდგენილია უფსალას უნივერსიტეტის პრაქტიკა აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვასთან მიმართებაში. კერძოდ, წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარია აკადემიური წერის სწავლების პრაქტიკაზე; პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების საშუალებებზე, სტუდენტებისთვის დამხმარე აკადემიურ სერვისებსა და ტექნოლოგიურ საშუალებებზე, რომელიც არა ორიგინალი ნაწერების გამოვლენის მიზნით გამოიყენება უნივერსიტეტში. უფსალას უნივერსიტეტი დაარსდა მეთხუტმეტე საუკუნეში და დღემდე ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია სკანდინავიის ქვეყნებში.