ვებინარი აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის და ხელშეწყობის თემატიკაზე

2021 წლის 18 მარტს ჩატარდება ვებინარი – „აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვა და ხელშეწყობა: რა შეიძლება მოიმოქმედონ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებმა ამ მიმართულებით“. ვებინარის ერთ-ერთი მასპინძელი და ორგანიზატორია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA) და ტარდება ექსკლუზიურად ENQA წევრებისა და აფილირებული ორგანიზაციებისათვის. თუ ჯერ არ მიგიღიათ მოწვევა ღონისძიებაზე, დასარეგისტრირებლად მიმართეთ secretariat@enqa.eu.

ვებინარის სრული პროგრამა და სხვა დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულში.