ტრენინგები კონსორციუმის წევრებისთვის INTEGRITY პროექტის ფარგლებში

2020 წლის 15-16 და 29-30 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო შეხვედრები ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” (INTEGRITY) ფარგლებში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პლაგიატის დეტექციის სისტემის (Turnitin) ფუნქციები, მათ შორის დავალების შექმნა, მსგავსების პროცენტული მაჩვენებლის წაკითხვა და ანალიზი, უკუკავშირის მიწოდება, რუბრიკებისა და აუდიოკომენტარების გამოყენება, რეზენცირება. შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სულ 340 პირი.

პროექტის შესახებ:

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის INTEGRITY მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის ევროპელი პარტნიორები:
როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
უფსალის უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)
პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)