ტრენინგები აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის

2018 წლის 7-13 ივლისს ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგები აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.

ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლებისთვის მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა წერის კომპონენტის სწავლება და უკუკავშირის მიწოდება. შეხვედრებზე თანაბარი დრო დაეთმო უკუკავშირის მიწოდების, როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე იმ ტექნოლოგიურ საშუალებებს, რისი გამოყენებაც ამ პროცესში იგეგმება. ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ციტირების და ბიბლიოგრაფიის ავტომატურ რეჟიმში შედგენის ელექტრონული საშუალებები.

პროექტის შესახებ:

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ”INTEGRITY” მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის ევროპელი პარტნიორები:

როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
უფსალის უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)

პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი
სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)