ეროვნული თავდაცვის აკადემია ჩართულია ,,ერასმუსი პლიუსის” გრანტის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში – ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მაია როგავა, მისი თანაშემწე ქალბატონი ნინო გალდავაძე, ასევე პროექტის კონსორციუმის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთევან დარახველიძე და პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი, ბატონი გიგა ხოსიტაშვილი. ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები და აკადემიური პერსონალი კიდევ ერთხელ გაეცნენ პლაგიატისა და აკადემიური წერის ძირითად კონცეფციებს.