პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ მეორე სამუშაო შეხვედრა.

2018 წლის 20 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მისივე კოორდინატორობით დაფინანსებული Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ მეორე ეროვნულ სამუშაო შეხვედრას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის კონსორციუმის წევრი ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც პროექტის კოორდინატორი ინსტიტუციის, წარმომადგენლები, დაეთმო პროექტის ფარგლებში ქუთაისში დაგეგმილი მაისის ტრენინგის (13-18 მაისი) მოსამზადებელ ეტაპს. ეროვნულმა პარტნიორებმა განიხილეს ინსტიტუციური საჭიროებები, რომლებზეც აქცენტი გაკეთდება ტრენინგის მსვლელობისას. დაიგეგმა ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილიც.

პროექტის შესახებ

პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის ამაღლება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტის ევროპელი პარტნიორები

  • როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
  • უფსალას უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
  •  ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
  •  დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)

პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  • შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  •  საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
  •  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
  •  დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)