პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის“ კონსორციუმის მესამე სამუშაო შეხვედრა

2019 წლის 31 ოქტომბერსა და 1-ლ ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ კონსორციუმის მესამე სამუშაო შეხვედრას. პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის ევროპელი პარტნიორები როეჰემპტონის (ინგლისი), უფსალას (შვედეთი), ვენისა (ავსტრია) და დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტებიდან. ასევე პროექტის კონსორციუმის წევრი 12 უმაღლესი სასწავლებელი საქართველოდან.

შეხვედრის ორივე დღე დაეთმო პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხების განხილვას, ასევე პროექტის მეორე წლისთვის აქტიური პიარკამპანიის შემუშავებას, პროექტის ფარგლებში მონიტორინგვიზიტების დაგეგმვას, ასევე მისი  შედეგებისა და მიღწევების გაცნობას კონსორციუმის წევრებისთვის.

პროექტის შესახებ

პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტის ევროპელი პარტნიორები

  • როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
  • უფსალას უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
  •  ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
  •  დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)

პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  • შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  •  საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
  •  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
  •  დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)