პლაგიატის სტუდენტური კონკურსის ფინალისტების სია ცნობილია

10 იანვარს პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსში მონაწილეობისთვის ნამუშევრების მიღება დასრულდა. კონკურსში 140 ნამუშევარი შემოვიდა.

შემოსული ნამუშევრებიდან ჟიურის წევრებმა ფინალისტები გამოავლინეს:

1. ავალიანი ლევან
2. ბენიძე მარია
3. ბუაჩიძე თაია
4. გვენცაძე ანა
5. გიორგაძე ბექა
6. გორგოძე ლუკა
7. გორელაშვილი გიორგი
8. გუდაძე ქეთევან
9. დარასელია ვახტანგ
10. დევიძე თინათინ
11. ევსია გიორგი
12. ერგემლიძე მარიამი
13. ზაქარაია ტატა
14. კოტორაშვილი ლაშა
15. კოტრიკაძე გიორგი
16. კუჭავა თეკლა
17. მერებაშვილი სალომე
18. ნათენაძე გიორგი
19. ნათენაძე ნიკა
20. ომანაძე გიორგი
21. ოსაძე შერმადინი
22. ჟორჟოლიანი ქეთევან
23. სურმანიძე ანა
24. ჭყონია მარიამ
25. ხმელიძე გიორგი

პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში.

INTEGRITY ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია. მისი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტი, რომლის კოორდინატორიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხორციელდება თორმეტ ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან, წამყვან უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.

პროექტის პარტნიორების სია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/fpkdt

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხ.: http://bit.do/fpkdL