2023 წლის 24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები ხელოვნური ინტელექტის პირობებში: პრაქტიკა და გამოწვევები, რომელსაც უმასპინძლა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
საერთო ჯამში, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თორმეტი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა. მოხსენებები შეეხებოდა აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის პრაქტიკას და არსებულ გამოწვევებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას წერით ნაშრომებზე მუშაობის პროცესში, ეთიკურ პრინციპებს და მათ მნიშვნელობას. კონფერენციას ესწრებოდნენ უცხოელი მომხსენებლები, მათ შორის, როეჰემპტონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი – მაილს ბერი.
აღნიშნული კონფერენციის ჩატარების ტრადიცია დაარსდა ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში და უკვე მესამედ გაიმართა.