INTEGRITY პროექტის ყოველწლიური მონიტორინგ-შეხვედრა

22 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობით გაიმართა პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ კონსორციუმის ყოველწლიური მონიტორინგ-შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი იყო, შემდგარიყო დისკუსია პროექტის მდგრადობის კომპონენტთან დაკავშირებით თითოეულ ქართულ უნივერსიტეტში. შეხვედრაზე ქართველმა პარტნიორებმა წარმოადგინეს სტატისტიკა პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების თემაზე ჩატარებულ ღონისძიებებზე, ტრენინგებზე. შეხვედრაზე დაიგეგმა დისემინაციის სამომავლო აქტივობები და გადაწყდა 2023 წლის კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი.

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის INTEGRITY მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის ევროპელი პარტნიორები:

  • როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
  • უფსალის უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
  • ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
  • დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)

პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  • შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • ბათუმის საზღვაო აკადემია
  • დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)
2022