INTEGRITY პროექტის პრეზენტაცია საერთაშორისო კონფერენციაზე

2021 წლის 1-4 თებერვალს TESOL UKRAINE-ს ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „კეთილსინდისიერება, სანდოობა, ერთიანობა: განათლება და აკადემიური კეთილსინდისიერება გლობალიზებულ მსოფლიოში“.

კონფერენციაზე წარდგენილი იქნება პროექტი „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) და მისი შედეგები. წარდგენა გაიმართება  ერაზმუს +-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში. პრეზენტაციას გაუძღვებიან ქეთევან დარახველიძე, გიგა ხოსიტაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მარკ გლინი (დუბლინის უნივერსიტეტი).

კონფერენციის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში  https://www.notion.so/Honesty-Trust-Unity-Academic-Integrity-Education-in-a-Globalized-World-3bb13c81e390436fb3670bcb6bef9a7f