2019 წლის 21-22 მაისს პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია დუბლინის უნივერსიტეტის მასწავლებელთა გადამზადების სამსახურის ხელმძღვანელი მარკ გლინი. ვიზიტის დროს ილიაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის ეფექტური სწავლების, სწავლისა და შეფასების მიმართულებით ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილზე და შეეხო შემდეგ საკითხებს:
-
აკადემიური კეთილსინდისიერება სწავლების პროცესში;
-
პროგრამის სასწავლო შედეგები;
-
განმავითარებელი შეფასების მეთოდები;
-
ინოვაციური სწავლების შედეგების შეფასება.
პროექტის შესახებ:
ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ”INTEGRITY” მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტის ევროპელი პარტნიორები:
-
როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
-
უფსალის უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
-
ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
-
დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)
პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები:
-
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
-
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
-
კავკასიის უნივერსიტეტი
-
საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი
-
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)