აკადემიური წერის მიმართულებით გადამზადების კურსი თავდაცვის აკდემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში Erasmus + პროექტის “აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში ჩატარდა აკადემიური წერის მიმართულებით გადამზადების კურსი, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მაია როგავა და მისი თანაშემწე, ქალბატონი ნინო გალდავაძე უძღვებოდნენ. აღნიშნულ კურსს ასევე ესწრებოდა პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი, სალომე შედანია.

დღეს, ხუთდღიანი კურსის დასრულების შემდეგ, აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ინსტრუქტორებს შესაბამისი სერტიფიკატები აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, პროექტის კოორდინატორმა, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ გადასცა