შეხვედრა სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ზუგდიდის სხვადასხვა სკოლებიდან

2020 წლის 19 თებერვალს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის „Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia INTEGRITY-ის ფარგლებში შედგა შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ზუგდიდის სხვადასხვა სკოლებიდან. შეხვედრაე რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტის მისიასა და სტრატეგიაზე რეგიონში და იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც მხარდაჭერილია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა Turnitin-ის პროგრამის შესახებ, დამსწრეებს აუხსნა პროგრამის სპეციფიკაციები და გააცნო აკადმეიური კეთილსიდისიერების კულტურის დანერგვის მიზნით მიღწეული შედეგები.   შეხვედრა იყო აკადემიური კეთილსიდისიერების კულტურის დანერგვისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი აქტივობის ფარლგებში ჩატარებული შეხვედრა.