ტრენინგ სემინარი INTEGRITY პროექტის ფარგლებში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, საერთაშორისო პროექტის INTEGRITY-ის ფარგლებში ჩატარდა შიდა ტრენინგ-სემინარი Turnitin -ისა და Moodle -ის პროგრამების ინსტალაციის, მოხმარების წესების შესახებ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის და სტუდენტებისთვის. ტრენინგ-სემინარი ჩაატარეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (INTEGRITY-ის საერთაშორისო პროექტის კოორდინატორი) წარმომადგენლებმა: სალომე შედანიამ და გიგა ხოსიტაშვილმა.