ეროვნული თავდაცვის აკადემიის Erasmus + პროექტის- “აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში პროექტის კოორდინატორი, ქალბატონი მარიამ დარბაიძე შეხვდა აკადემიის ბაკალავრიატის აკადემიურ პერსონალს. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ მიღებული რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების პრევენციას, აღმოჩენასა და აღმოფხვრას. გარდა ამისა, შეხვედრის განმავლობაში აკადემიურმა პერსონალმა მიიღო დაწვრილებითი ინფორმაცია “Turnitin”-ის პლაგიატის აღმომჩენ პროგრამაში აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსელ იუნკერთა საბაკალავრო ნაშრომების შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზემოაღნიშნული პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები და ტექნიკური პერსონალი.