განაცხადების მიღება კონფერენციაში მონაწილეობისთვის

2021 წლის 16 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მეორე საერთაშორისო კონფერენციას Academic Misconduct in Higher Education: Challenges of Emergency Remote Learning. კონფერენცია პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებაა.

კონფერენციის სამუშაო თემებია:

  • აკადემიური კეთილსინდისიერება და დისტანციური სწავლება;
  • სტუდენტების შეფასება დისტანციური სწავლების დროს;
  • სტუდენტების მოტივაცია დისტანციური სწავლებისას;
  • სწავლების მეთოდები დისტანციური სწავლების დროს;

ღონისძიების მიზანია გამოცდილების გაზიარება და შემთხვევების ანალიზი, რომელიც შეაჯამებს არსებულ პრაქტიკას და მონაწილეებს დაეხმარება წარმატებული მაგალითების იდენტიფიცირებაში.

კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის ფორმატია მოხსენება/პრეზენტაცია და/ან კვლევის ანგარიში.

მონაწილეთა მიღებისათვის აუცილებელია 2021 წლის 25 ივლისამდე გამოგვიგზავნოთ მომხსენებლის ბიოგრაფია/CV და პრეზენტაციის მცირე აბსტრაქტი, მაქს. 200-250 სიტყვა, მისამართზე: integrity@iliauni.edu.ge

ონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული