ტრენინგები აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის

2018 წლის 7-13 ივლისს ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)ფარგლებში  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგები აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.

ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლებისთვის მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა წერის კომპონენტის სწავლება და უკუკავშირის მიწოდება. შეხვედრებზე თანაბარი დრო დაეთმო უკუკავშირის მიწოდების, როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე იმ ტექნოლოგიურ საშუალებებს, რისი გამოყენებაც ამ პროცესში იგეგმება. ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ციტირების და ბიბლიოგრაფიის ავტომატურ რეჟიმში შედგენის ელექტრონული საშუალებები.

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მეირ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘INTEGRITY’(კოორდინატორი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

Close Menu