სამუშაო შეხვედრა „INEGRITY“-ის პროექტის ფარგლებში

9, 10 და 11  ივლისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის, „INEGRITYის ფარგლებში, ელქტრონული სისტემების სწავლებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

ტრენინგებზე  MOODLE-ის ელექტრონული სწავლების სისტემის სხვადასხვა ასპექტები იქნა განხილული. პროფესორ მასწავლებლები სასწავლო კურსის აგებისკურსში ელემენტებისა და ინფორმაციული რესურსების განთავსებისინტერაქტიური ლექციის აგებისსტუდენტის შეფასების და სხვ. მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ. ყურადღება გამახვილდა ასევე, პლაგიატის გამოვლენის თემაზე, რაც უახლოეს მომავალში დაინერგება MOODLE – სისტემაში „Turnitin“ პლაგინის დახმარებით. ტრენინგებს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი უძღვებოდა.

საერთაშორისო პროექტი „INEGRITY“ 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება და მასში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც  არის ჩართული. პროექტი აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

Close Menu