საკოორდინაციო ჯგუფი შეხვდა აკადემიურ პერსონალთან

2019 წლის 11 სექტემბერს საკოორდინაციო ჯგუფი შეხვდა აკადემიურ პერსონალს Erasmus+ საერთაშორისო პროექტების STAR-ისა და INTEGRITY -ის ფარგლებში. შეხვედრაზე განხილულ იქნა  პროექტების ფარგლებში განხილული სიახლეები, რაც შეეხებოდა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სილაბუსებში განხორციელებულ ცვლილებებს. ასევე შეხვედრაზე განიხილეს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების ეფექტები და აკადემიურ პერსონალს წარედგინა პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგების გავრცელების შესახებ გეგმა. შეხვედრაზე განიხილეს INTEGRITY -ის ფარგლებში პლაგიატისგან თავის დაცვის მიზნით Turnitin-ის პროგრამის მუშაობის სპეციფიკაციები. გაზიარებულ იქნა კოლეგების მიერ მიღებული გამოცდილებები პროგრამის მუშაობასთან დაკავშირებით.

ასევე განხილულ იქნა საპილოტე პროექტი შუალედური გამოცდებისთვის, რაც გულისხმობს ელექტრონული გამოცდების ჩატარებას.