ბსუ-ში პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნა

პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. მოეწყო ,,პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსის“ ფინალური ნამუშევრების გამოფენა, პლაგიატის პრევენციის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენება და ჩატარდა ვიქტორინა. გამარჯვებულებს პლაგიატის ცნობიერების ამაღლების მიზნით თემატური საჩუქრები გადაეცათ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული „ერასმუს+“-ის პროექტში „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში (INTEGRITY)“. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ „პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 140-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. 25 ფინალისტის პოსტერებს შორის წარმოდგენილი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის სტუდენტის ანა სურმანიძის ნამუშევარი.

Close Menu