პლაგიატის პრევენციის დღე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 19 თებერვალს, მსოფლიოში პლაგიატის პრევენციის დღესთან დაკავშირებით, პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში. მოეწყო შეხვედრა ქალაქის სკოლის კურსდამამთავრებლებთან, სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. შეხვედრაზე სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა რეგიონში უნივერსიტეტის მესამე ფუქციაზე და აღნიშნა სტუდენტი ახალგაზრდობის განსაკუთრებული როლი რეგიონში ღირებულებების ფორმირების პროცესში. ხარისხის უზრუნველოფის სამსახურის ხელმძღვანელმა დამსწრეებს წარმოუდგინა პლაგიატის დეტექტორი პროგრამა Turnitin და გააცნო მისი მუშაობის სპეციფიკაცია. საინტერესო და ფუნქციურად დატვირთული შეხვედრა ერთ-ერთია აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის დანერგვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით გასახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში.

Close Menu