INTEGRITY პროექტის პირველი შეხვედრა და პრეზენტაცია

წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი გრანტის მიმღები კოორდინატორი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც ოთხ ევროპულ სასწავლებელთან – როეჰემპტონის (University of Reohampton, ინგლისი), უფსალას (University of Uppsala, შვედეთი), ვენისა (University of Vienna, ავსტრია) და დუბლინის (Dublin City University, ირლანდია) უნივერსიტეტებთან, თორმეტ ქართულ სასწავლებელთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელებს სტრუქტურული ღონისძიების ეროვნულ პროექტს ”Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia (INTEGRITY)” პლაგიატის პრევენციაზე მხარდამჭერი ინსტიტუციური ღონისძიებების გზით.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

2017 წლის 15 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართა INTEGRITY პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა პროექტის კონსორციუმში შემავალი 12 ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პროექტის როგორც ფინანსური და ადმინისტრაციული, ასევე შინაარსობრივი დეტალების პრეზენტაცია, პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო პაკეტების ანალიზი. შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა 2018 წლის თებერვლში ვენისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობით ორგანიზებული ვორკშოპის შინაარსობრივი ნაწილის დეტალები.

პროექტის მთავარი აქტივობებისა და კონსორციუმის წევრების სრული ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.


 

Close Menu