INTEGRITY პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია და პირველი სამუშაო შეხვედრა ეროვნულ პარტნიორებთან

2017 წლის 15 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართა INTEGRITY პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა პროექტის კონსორციუმში შემავალი 12 ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პროექტის როგორც ფინანსური და ადმინისტრაციული, ასევე შინაარსობრივი დეტალების პრეზენტაცია დაპროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო პაკეტების ანალიზი. შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა 2018 წლის თებერვლში ვენის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობით ორგანიზებული ვორკშოპის შინაარსობრივი ნაწილის დეტალები.

პროექტის შესახებ:

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ”INTEGRITY” მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლასწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის ევროპელი პარტნიორები:

  • როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
  • უფსალის უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
  • ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
  • დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)

პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  • შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
  • სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
  • დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)

გალერეა

Close Menu