საინფორმაციო შეხვედრა INTEGRITY პროექტის ფარგლებში

29 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა EU-ERASMUS+-ის პროექტის – „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხისთვის (Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higer Education Institutions in Georgia –INTEGRITY) საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურა-დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.
პროექტის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის კონცეფციის, აკადემიური წერის ახალი კურსის დანერგვისა და გაუმჯობესებული სტუდენტური სერვისების შესახებ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წლიდან ჩართულია პროექტ INTEGRITY-ში. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა სტუდენტური სერვისების გაუმჯობესების მიზნით მოხდეს აკადემიური წერის საუნივერსიტეტო კურსის მოდერნიზება და პლაგიატთან ბრძოლის სერვისების შეთავაზება.
პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.INTEGRITY-ი ერასმუს+-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელშიც ჩართულია 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოდან და ოთხი ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტი.

Close Menu